ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5-ვე ახალი შემთხვევა შემოტანილია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5-დან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 კი სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკიდან 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდნენ სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებიც, რომელთაც კოვიდ19 დღეს დაუდასტურდათ.
გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიამ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში მეორე ტალღა საქართველოსთვის მძიმე შედეგებს არ მოიტანს.