ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 14 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსზე ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ პაციენტების შემთხვევაშიც ტესტის პასუხი ნეგატიური იქნება რადგან მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი და სტაბილური იყო. მისივე ინფორმაციით ანალიზების მიხედვით გამორიცხულია პნევმონია, კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით კი მნიშვნელოვანი ცვლილებები არცერთ პაციენტს არ აღინიშნება.