ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევიდან 1 უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე კი სატვირთო მანქანის მძღოლია.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურში კვლავ 24 პაციენტი მკურნალობს და მათ შორის მძიმე არც ერთი არ არის. მისი შეფასებით, ინფექციის გავრცელების კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაცია სტაბილურია.