ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აქტიური ტესტირება მიმდინარეობს და მომატებული შემთხვევების გამოვლენაც სწორედ ამას უკავშირდება.
ენდელაძის თქმით, მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ინფექციურ საავადმყოფოში ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღეში ინფიცირებულების მაჩვენებელი დაიკლებს, რადგან ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და იზოლაცია ხდება.
კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია თბილისშიც, თუმცა ენდელაძე მიიჩნევს, რომ დაწესებულ რეგულაციებს მოსახლეობა დედაქალაქში უფრო მეტად იცავს.