ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს. როგორც მარინა ენდელაძე აცხადებს, გრიპის ვაქცინაცია ორი ინფექციის ზედდებისგან დაგვიცავს, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს.
ენდელაძემ ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მყოფ კოვიდინფიცირებულებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ აქტიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმები ტრენინგები, შესაბამისად, მედიკოსები მზად არიან მართონ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტები.