მარინ ლე პენი ევროპული ერების კავშირის დაფუძნების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ საფრანგეთის "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის პარტიის პროგრამის წარდგენისას განაცხადა. პოლიტიკოსის აზრით, ახალმა ორგანიზაციამ ევროკავშირი უნდა ჩაანაცვლოს. "ევროკავშირი ევროპა არ არის. ევროკავშირი იდეოლოგიური კონსტრუქციაა, ინსტიტუტია, რომელსაც ანონიმური ხელისუფლება მართავს. "ევროკავშირი არ იცავს ევროპას, არამედ ანადგურებს ევროპულ იდეას", - განაცხადა "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა. ევროპარლამენტში არჩევნები 2019 წლის 23-26 მაისს ჩატარდება.მარინ ლე პენი ევროპული ერების კავშირის დაფუძნების ინიციატივით გამოდის