არგენტინის პოლიციამ სულ მცირე 5 ტონა მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო. ქვეყნის ანტინარკოტიკული სამსახურის თანამშრომლებმა, მარიხუანას 7000-ზე მეტი შეკვრა მიტოვებულ სატვირთოში აღმოაჩინეს. პოლიციას ნარკოდანაშაულთან კავშირში ოთხი ეჭვმიტანილი ჰყავს. მათგან სამი არგენტინის, ხოლო ერთი პარაგვაის მოქალაქეა. არგენტინის ფედერალური პოლიცია ეჭვმიტანილების ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობს. გაეროს მონაცემებით, არგენტინა ნარკოტიკების რიგით მეხუთე ყველაზე დიდი სატრანზიტო ქვეყანაა. არგენტინიდან ნარკოტიკები ევროპაში და აზიაში გადააქვთ.