15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე დაიკითხა. ბექა სირაძემ სასამართლოს პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ აღნიშნა, ბექა სირაძემ ინფორმაცია მიიღო უშუალოდ პოლიციის შენობაში მყოფი პირებისგან, რომლებმაც უთხრეს, რომ ლუკა სირაძის მიმართ, ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის მიერ განხორციელებულ იქნა ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენების იძულებით მიცემის მიზნით.