15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არც ბრალდებულის ადვოკატი და არც ექიმები არ საუბრობენ. ექიმები პაციენტის თანხმობის გარეშე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისგან თავს იკავებენ. თავის მხრივ ადვოკატი ამბობს, რომ მარიანა ჩოლოიანს კლინკაში გამოკვლევები უტარდება.
ბრალდებული ღუდუშაურის კლინკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა უნდა გაიმართოს, თუმცა უცნობია დაესწრება თუ არა ბრალდებული პროცესს.