თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში, ერთ-ერთ მძიმე პაციენტთან, უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობა ჩატარდა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო.
ეზუგბაიას თქმით, პაციენტი, რომელსაც პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა 80 წელს გადაცილებულია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული რჩებოდა, თუმცა ჩატარებულმა მკურნალობის ახალმა მეთოდმა აღნიშნულ პაციენტზე დადებითად იმოქმედა.