მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა - Palitra News

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა

2019-08-28 13:12:00+04:00

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა. საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

საღვთო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა წინ, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა.