ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა USAID - ისა და TRACECA-ს პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციები. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოზე, როგორც რეგიონის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ცენტრზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამ ფუნქციის განვითარებას უწყობენ ხელს. მისი თქმით, რეგიონში გაიზარდა ინტერესი საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების მიმართ და ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.