ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, წესში შესული ცვლილებები, რაც ვირუსის პრევენციისთვის სტუმრის მიღებამდე სასტუმროების შემოწმებას გულისხმობს, საშუალებას იძლევა, რომ ვებრძოლოთ ვირუსის იმპორტირებას და გავრცელებას ქვეყანაში. მისივე განმარტებით, პირდაპირი დახმარების ინსტრუმენტებით, მთავრობამ არა 140 მილიონიანი, არამედ 700 მილონზე მეტი ლარი შესთავაზა ტურიზმის ინდუსტრიას.
ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც პანდემიის დაწყებიდან ყოველთვე ახდენდა ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებას და აუმჯობესებდა დახმარების პაკეტს.
ქვრივიშვილმა ტურისტების მიღების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ საქართველო დარჩეს კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შექმნას დამატებითი ბარიერები.მისი თქმით, ქვეყნების სია, საიდანაც ტურისტების შემოსვლა მოხდება, ეტაპობრივად გადაიხედება.