"ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, არამედ ტექნიკური პრობლემა იყო", - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.მისივე თქმით, სავარაუდოდ კანონპროექტი კენჭისყრაზე განმეორებით გავა. ჯაში მოსწავლეებსა და აბიტურიენტებსაც მიმართავს და აღნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერია.