პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აამ საკიტხთან დაკავშირებით არსებობდა დილემა. მისი განცხადებით კომისიის ფორმატში მუშაობა უზრუნველყოფდა, რომ გოგებაშვილის „დედა ენა“ მაქსიმალურად ყოფილიყო მოყვანილი თანამედროვეობასთან და მთავარი პედაგოგიური მეთოდი ყოფილიყო დაცული, მისივე თქმით „დედა ენა“ აუცილებლად მოითხოვს განათლებასა და თანამედროვეობასთან დაახლოებას.