ვთვლი, რომ კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, მითუმეტეს, რომელებიც ვითარდება მკვეთრად ადამიანის უფლებრივ ნაწილში, არ შეიძლება მოექცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხედვების ტყვეობაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ვიდეოხიდით განუცხადა, რომელიც მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვსა და მინსკს შორის გაიმართა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
ცნობისთვის, ნოემბერში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის გახსნა ინციდენტის გარეშე ჩაივლის.