რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა რუსი ტურისტების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.მისი თქმით, რუსმა ტურისტებმა თავი მხოლოდ უსაფრთხოდ კი არა, არამედ ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ და შიდაპოლიტიკური ფრონტებიდან ცნობები არ უნდა იკითხონ.„ზურაბიშვილი ძალიან ცდილობს...ეს განცხადება მომზადდა კალკულატორის გამოყენებით“, - წერს ზახაროვა თავის „ფეისბუქგვრედზე“.შეგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინის იმ ბრძანებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, საქართველოსთან ავიამიმოსვლა იკრძალება.