სანამ სიტყვა „კანონს" წარმოთქვამს, შეერთებულმა შტატებმა ჯერ, იუგოსლავიისა და ერაყის, ასევე მთელს მსოფლიოში მოკლული და დასახიჩებული მილიონობით ადამიანის გამო სანქციებით საკუთარი თავი უნდა დაისაჯოს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რითაც თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის კომენტარს გამოეხმაურა.
ცნობისათვის, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჟენევის სამიტს აშშ-ის ანტირუსული სანქციების პოლიტიკაში არაფერი შეუცვლია და კანონი აშშ-სგან იხოვს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციების დაწესებაზე მსჯელობა გააგრძელოს.