ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის წარმატებულად ასპარეზობს გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტი.
ქართულმა წყვილმა რითმული ცეკვის შემდეგ 69.98 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ პოზიციაზე მყოფ რუსეთის წარმომადგენლებს ელიზავეტა შანაევასა და დევიდ ნარიჟნის 0.5 ქულით ჩამორჩებიან. საკმაოდ მაღალი კონკურენციაა სპორტულ ცეკვებში, რომელსაც ერთდროულად ის ხუთი წყვილი ქმნის, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში წამყვან პოზიციაზე არიან, თუმცა ჩემპიონატის ფავორიტებად კვლავ რჩებიან კაზაკოვა-რევიას, ასევე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოდგენილი წყვილები. სპორტულ ცეკვებში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა 7 მარტს გახდება ცნობილი.