საერთაშორისო საციგურაო კავშირმა ყოველწლიური მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც სპორტსმენთა მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, გრან პრის ეტაპებზე, ფინალსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე საპრიზო ადგილებითა და დაგროვილი ქულათა ჯამით განისაზღვრება.
ტალინში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მსოფლიოს რეიტინგულ ნუსხაში სპორტულ ცეკვებში წამყვან პოზიციაზეა მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, რომლებიც ჩემპიონატის ფავორიტები არიან. ისინი იუნიორთა შორის მსოფლიო რეიტინგულ სიაში 2027 ქულით 1 ადგილზე არიან. ამასთან, 2019 წლის გრან პრის ფინალზე მოპოვებული ოქროს მედალი და 174,90 ქულა ქართველი წყვილისათვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.