როგორც ჩანს, პრეზიდენტი მოწყურებულია ბევრ საქმეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკა საქართველოს კონსტიტუციის წარმოდგენილი ვერსიისადმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს ყოველთვის "გაურბის თვალი და უნდა რომ სხვა საქმეებშიც ჩაერიოს.