18:29
13 დეკემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრები დატოვა
15-11-2019

იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი ჩინეთის ეროვნული ნაკრებიდან წავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 71 წლის სპეციალისტმა სირიასთან წაგებული (1:2) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ მიიღო. იტალიელმა ჩინეთის ეროვნული ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ ჩინეთმა 37 მატჩი ჩაატარა და აქედან 16 მოიგო, 12 წააგო და 9 მატჩი ფრედ დაასრულა.  აზიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩინეთი 7 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ სირიას ხუთი ქულით ჩამორჩება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები