საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" მცველი კოსტას მანოლასი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ნეაპოლელებმა ტრანსფერი უკვე შეათანხმეს და "მგლები" ფეხბურთელის სანაცვლოდ 36 მილიონ ევროს მიიღებენ. გასულ სეზონში მანოლასმა 35 მატჩი ჩაატარა. "ნაპოლის" ბერძენი რაულ ალბიოლის შემცვლელად უნდა, რადგან ესპანელი "ვილიარეალში" გადასვლასთან ახლოსაა.