საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.
გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტის, "სარფის" გავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული მედიკამენტები. საგამოძებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების დროს დააკავა, ხოლო მედიკამენტები მისი კუთვნილი ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო.