ბევრი ადამიანისთვის მანქანაში ჩაჯდომა დისკომფორტთან ან წელის და ფეხების ტკივილთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი მგზავრისთის მანქანა ზედმეტად დაბალია, ან პირიქით მაღალი, შესაბამისად მგზავრს წელში მოხრა, დაკუზვა ან სკამზე აძრომა ჭირდება იმისთვის, რომ მანქანაში ჩაჯდეს.
წარმოგიდგენთ მოძრავ სკამს სახელად Bruno's Valet Plus, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს. სკამი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის, თუმცა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემები აქვს. როგორც ამბობენ, სკამის გამოყენება შეუძლიათ ისევე როგორც უფროსებს და ასაკოვნებს, ასევე ბავშვებს. როგორც ამბობენ, სკამი თავისით გამოდის მანქანიდან, ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს და მგზავრს სკამზე კომფორტულად მოთავსების საშუალებას აძლევს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. სხვა მაღალი ან დაბალი მანქანებისგან განსხვავებით რომლებიც მოხრას ან აძრომას მოითხოვს, სკამი თქვენს სასურველ სიმაღლეზე ჩერდება და თავისით გათავსებთ შიგნით. ერთი ღილაკით შეგიძლიათ სკამის ამოძრავება და სიმაღლის დარეგულირება. Valet Plus-ის შემქმნელების თქმით, ავტომატიზებული სკამით მგზავრი გაცილებით კომფორტულად და სასიამოვნოდ მგზავრობს. სავარძლის დამონტაჟება შესაძლებელია ისევე როგორც მძღოლის სკამის, ასევე მგზავრის სკამის ადგილას. როგორც ამბობენ, მას შეუძლია 168 კილომდე წონის გაძლება, გარდა ამისა, ის ყველა ტიპის მანქანას ერგება.როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავტომატიზებული სავარძელი დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამერიულ ბაზარზე. სავარძელი ხელმისავწდომია სხვადასხვა ფერში და სხვადსხვა მატერიით გაწყობილი. სავარძელი არამარტო ეხმარება მათ ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არამედ კომფორტს უქმნის ნებისმიერ ადამიანს.