სატრანსპორტო საშუალების ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილება, მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელდა.
ცვლილების მიხედვით, ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.
სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.