ტურინის იუვენტუსის ყოფილი შემტევი, მარიო მანჯუკიჩი კარიერას ყატარში გააგრძელებს. ხორვატი ფეხბურთელი ყატარული ალ დუჰაილის ღირსებას დაიცავს. მარიო ყატარში, იუვენტუსის კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელთან, მეჰდი ბენატიასთან ერთად ითამაშებს. მანჯუკიჩი მაურიციო სარიმ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა და არც იტალიის სერია A-ში ათამაშებდა, რის გამოცა ხორვატმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. პირველი წრის დასრულების შემდეგ, ალ დუჰაილი ყატარის ვარსკვლავთა ლიგის ლიდერია. მათ 29 ქულა აქვთ და წელს ჩემპიონობისთვის იბრძვიან.