მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე დახატული ხუთი იმიგრანტის მონუმენტურ პორტრეტებზე ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიის მკვლევარმა, ირაკლი მახარაძემ, გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო. ვესტ ვილიჯის მურალი "თავისუფლების ფერების” სერიის ნაწილია და გასულ წელს, ბრაზილიელმა კედლის მხატვარმა ედუარდო კობრამ დახატა. იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული. ედუარდო კობრას ნამუშევარი, დიდი პროექტის ერთი ნაწილია.