ბოლო მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 29 ათას 723 ტონა შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასული წლის ამავე პერიოდში 23 ათას 122 ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული. სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი და უკრაინა, ასევე სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი და ლატვია.
მანდარინზე საბითუმო ფასი 40 თეთრიდან 70 თეთრამდეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 20 იანვრის მდგომარეობით, 13 ათას 638 ტონა შეადგინა. მაშინ როცა, გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 8 ათას 320 ტონას შეადგენდა.