2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში 35 ათას 400 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 17 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6 ათას 300 ტონით ანუ 22%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2 მილიონ 300 ათასი დოლარით ანუ 16%-ით აღემატება 2019/2020 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა: რუსეთის ფედერაციაში, სომხეთსა და უკრაინაში. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.