ინგლისის ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული სისხლიან თავდასხმასთან კავშირში 23 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იუწყება. უფრო ადრე აღნიშუნლის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმაც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურების, თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობისა და სავარაუდო თანამზრახველების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ვერ გაასაჯაროებენ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობას.