ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა, ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას, გაუმჯობესებული პირობების კონტრაქტს შესთავაზებს. სხვადასხვა წყაროების ცნობით მანჩესტერელები მზად არიან მსოფლიო ჩემპიონს ჯამაგირად კვირაში 500 ათასი გირვანქა გადაუხადონ, რათა ის კლუბში დარჩეს.ამჟამად პოგბა „მანჩესტერში“ კვირაში 290 ათას გირვანქას გამოიმუშავებს. მის მიმართ რამდენიმე დიდი კლუბი - „იუვენტუსი,“ „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ - იჩენს ინტერესს.