ბრიტანული მედიის ინფორმაციით "მანჩესტერ სიტის" შესაძლოა, 2014 წლის ინგლისის პრემიერლიგის ტიტული ჩამოართვან. ამისი მიზეზიც შეიძლება ფინანსური საკითხები გახდეს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისის პრემიერლიგა "სიტისათვის" ქულების დაკლებას აპირებდა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ ჩემპიონატისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემები, უეფაში გაგზავნილ მაჩვენებლებს უნდა ემთხვეოდეს, "ქალაქელების" შემთხვევაში კი ასე არ იყო. ბრიტანული მედიის ცნობით კლუბი ფინანსური მაქინაციებით 2012-16 წლებში იყო დაკავებული, შესაბამისად იმ პერიოდში მოპოვებული ტიტულები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუ მანჩესტერულ კლუბს 2014 წლის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, მას მეორე ადგილზე გასულ გუნდს გადასცემენ და ეს კლუბი "ლივერპული" გახლავთ.