კატალონიის ევროპულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, არტურ მასმა, თანამემამულეებს იდეა შესთავაზა - მიიწვიონ „მანჩესტერ სიტის“ მათვარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კატალონიის მთავრობის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. გამოცემის ინფორმაციით, გვარდიოლა მზად არის მიიღოს მასის წინადადება პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ. მით უმეტეს, რომ მისი ოჯახი ახლაც კატალონიაში ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ ესპანელი საფეხბურთო სპეციალისტი პოლიტიკურად ძალიან აქტიურია. 2017 წელს მან რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას. შემდეგ კი რეგიონის ცხრა ლიდერის დაპატიმრება გააპროტესტა.