უეფამ, შესაძლოა, მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთოს - მიზეზი უეფასა და ფიფას ფინანსური "ფეარ პლეის" წესების დარღვევაა.უეფა თვეების განმავლობაში იძიებს სიტის საქმეს და, როგორც ამერიკული "ნიუ იორკ ტაიმსი" იუწყება, გადაწყდა, გუნდი 1 წლით ჩამოაშორონ ჩემპიონთა ლიგას. გამოძიებას ბელგიის ყოფილი პრემიერი ივ ლეტერმი ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ინიციატივაა, რომ კლუბი მინიმუმ ერთი წლით მაინც დაისაჯოს. წყაროს ცნობით, სიაში შემდეგ პარი სენ-ჟერმენია. შეგახსენებთ, ახლახან მანჩესტერ სიტიმ ბოლო 8 სეზონში მეოთხედ მოიგო პრემიერ ლიგა.