ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებიდან ერთი დღის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი მთავარი მწვრთნელი დანიშნა. ინგლისურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი დამრიგებელი მანკუნიანელთა ლეგენდა ოლე გუნარ სოლსკიაერი იქნება. ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის ლეგენდარული ფინალის გმირი იუნაიტედს დროებით, სეზონის ბოლომდე გაწვრთნის და თუ კარგ შედეგებს აჩვენებს, შესაძლოა, მომავალი სეზონისთვისაც თანამდებობაზე დატოვონ. ოლე გუნარ სოლსკიაერი იუნაიტედის ლეგენდარული ფორვარდია. 1996-დან 2007 წლამდე მან “წითელი ეშმაკების” მაისურიტ 366 მატჩი ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა.