პრემიერლიგის მეორე ტურის დასკვნით მატჩში "ვულვერჰემპტონი" და "მანჩესტერი" დაზავდნენ - 1:1.
პირველ ტაიმში სტუმართა კომბინაცია მარსიალმა დააგვირგვინა, მან "იუნაიტედში" საიუბილეო, 50-ე გოლი გაიტანა, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა შეუტიეს, ხიმენესის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ცოტა ხანში კი ნევეშმა საპასუხო გოლი გაიტანა.
68-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ კოდიმ პოგბა წააქცია, პენალტი თავად "დაზარალებულმა" შეასრულა, მაგრამ მეკარემ აუღო.
პოგბამ გასული სეზონის დასაწყისიდან მეოთხე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რაც ინგლისის ჩემპიონატზე დროის ამ მონაკვეთის ანტირეკორდია.