მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ გაყიდოს და ყველა შემოთავაზებას განიხილავს. ეს ინფორმაცია ინგლისურ პრესაში გავრცელდა, წყაროს ცნობით სულშერის გეგმებში ბელგიელი აღარ შედის. ფეხბურთელისადმი ინტერესს "პარი სენ ჟერმენი", მიუნხენის "ბაიერნი" და მილანის "ინტერი" იჩენენ. მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ 42 მატჩში 15 გოლი გაიტანა. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა.