საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულმა მოსამართლე მანანა კობახიძემ მოსამართლის ფიცი დადო. ღონისძიებას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები დაესწრნენ. მანანა კობახიძემ ქეთევან ერემაძე ჩაანაცვლა, რომელსაც სამოსამართლეო ვადა გასულ წელს ამოეწურა. მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10 წლის განმავლობაში იქნება. ის აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტის კვოტით წარადგინეს.