დღეს ქართველი გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის 30 წლის იუბილე სერჟანტთა მომზადების ცენტრში აღინიშნა. ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში კაპელანმა, მამა გიორგიმ პარაკლისი ჩაატარა.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცერემონიალზე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გმირის სახელზე მემორიალური დაფა გაიხსნა. სამხედრო მოსამსახურეებმა სერჟანტის ოჯახის წევრებს საქართველოს დროშა გადასცეს."ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე, გმირის თანამებრძოლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ტყვედ ჩავარდა და წამებით მოკლეს.