MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი, რომელშიც ვიდეოკამერებია განთავსებული, თბილისში დღეიდან, ეტაპობრივად შემოვა. ევრო 6-ის სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 10-მეტრიანია, აქვს 27 სკამი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით. გარდა ამისა, აღჭურვილია USB-დამტენების რვა წერტილით, რომელიც დამონტაჟებულია მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილზე. ავტობუსები ასევე, აღჭურვილია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემითა და გააჩნია გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება. თბილისის მერის ინფორმაციით , დამატებით, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად რომელიც არსებულ ავტოპარკს ჩაანაცვლებს ტენდერი უკვე გამოცხადებულია.