"ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი“ - პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს რომ ეს საკითხი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადასაწყვეტია. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" და პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერი. რაც შეეხება თავად პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს რომ მარგველაშვილამა ყველაფერი გააკეთა იმისთვის , რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა კობახიძე ამბობს რომ მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმედანად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. "მას მოვუწოდებ, რომ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც მას აქვს მინიჭებული"- აცხადებს კობახიძე მარგველაშვილზე.