ამას ჩვენი ოპონენტები ისე ნუ მიიღებენ, რომ ეს გარკვეული ულტიმატუმია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი კვირა დარჩათ. როგორც მდინარაძე განმარტავს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პირველივე სხდომაზე განიხილავენ.