საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიდი ალბათობით, 2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი საქმიანობა საარჩევნო შტაბთან იქნება დაკავშირებული.
კითხვაზე, ხომ არ იქნება ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, მდინარაძე ამბობს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი.
მდინარაძემ კომენტარი პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგებზეც გააკეთა და აღნიშნა რომ ქართული ოცნების" რეიტინგი შიდაპარტიული კვლევების მიხედვით, 55 პროცენტზე „გაცილებით მეტია“.