ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტია, როდესაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილზე აზრის გამოხატვა „თავდასხმად“ აღიქმება, ხოლო ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი ჩამოამხეს, „გამოხატვის თავისუფლებაა“. მდინარაძის თქმით მარაზმულ ნარატივში ვერავის გაჰყვება.
შეგახსენებთ, გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ "მოღალატე" , „გამყიდველი“ უწოდა.