საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%-ს უტოლდება. როგორც მდინარაძემ კვლევითი ორგანიზაცია „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, გადაუნაწილებელი ხმების 4%-ის ალოკაცია რომ მომხდარიყო, მონაცემები რეალურს დაემთხვეოდა. მისივე თქმით, წარმოუდგენელია, როგორც ამ კვლევის მიხედვით „პატრიოტთა ალიანსის“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგები. პარლამენტის თავმჯდომაე არჩილ თალაკვაძეც მიიჩნევს რომ ქართული ოცნების რეიტინგი 56%-ზე მაღალია