საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება. თუმცა, მისივე თქმით, მანამდე დაგეგმილია, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენა.
მდინარაძის თქმით, ანგარიშის წარდგენას მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს ნაციონალურმა მოძრაობამ ირაკლი შოთაძეს ვალერი გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეების გახსნა ვერ აპატია.