ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია - ასე აფასებსგუშინ განფვითარებულ მოვლენებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი ტქმით
„ნაცაქტივისტებს", არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა.
როგორც მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რა მომენტშიც სტუმრების, თუ მათი მასპინძლების მხრიდან დარღვეული იქნა დაწესებული კოვიდშეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველას.