მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ევროპელ კოლეგებთან შესაძლოა, იმ დღის წესრიგის გადახედვაზე იმსჯელოს, რომლის პირობაც როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ დადო - Palitra News

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ევროპელ კოლეგებთან შესაძლოა, იმ დღის წესრიგის გადახედვაზე იმსჯელოს, რომლის პირობაც როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ დადო

2021-03-20 15:51:47+04:00

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არცერთი კომპრომისული ნაბიჯი მოლაპარაკებებზე ოპოზიციას არ გადაუდგამს.როგორც მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა იმსჯელოს ევროპელ კოლეგებთან იმ დღის წესრიგის გადახედვაზე, რომლის პირობაც როგორც ოპოზიციამ ასევე ხელისუფლებამ დადო, კერძოდ, მოლაპარაკებების დეტალების გაუთქმელობაზე.