მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონზე მაღლა ვერავინ დადგება და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეგულაციებს პირდაპირ ეთერში არღვევენ, სახელმწიფო შეუვალი უნდა იყოს.
როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დაუმორჩილებლობის აქციებთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, შეზღუდვების არსებობა არავის სიამოვნებს და არსებული დინამიკიდან გამომდინარე ყოველდღიურად მიდის რეგულაციების გამკაცრებისა თუ შემსუბუქების გადახედვა.